Sunday, December 27, 2009

ელექტრონული ჟურნალი

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით შეიქმნა ელექტრონული ჟურნალი ,,ფესვები,რომლის პირველი ნომერი მიეძღვნა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწულს.ჟურნალის შექმნაში,რუბრიკების დამუშავებაში მონაწილეობა მიიღო კათედრის ყველა პედაგოგმა თავის მოსწავლეებთან ერთად.მასალები ჟურნალისათვის შეირჩა წინასწარი განხილვის შედეგად.
ჟურნალი საკმაოდ ვრცელია და რუბრიკების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

პროექტი–ჩემი გარემო


განათლებისა და მეცნიერებათა სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი –ჩემი გარემო,რომელშიც ჩვენი კათედრა ჩაერთო პროექტით–ძველი ქანდა.ჩვენი კათედრის პედაგოგები და პროექტში ჩართული მოსწავლეები რამოდენიმეჯერ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სოფელ ქანდაში.ძველი ქანდის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად დამუშავებულ იქნა მასალა სოფლის გეოგრაფიული აღწერილობის,ისტორიის, კულტურული ძეგლების,ენისა და დიალექტის, ფოლკლორის, სამზარეულოს,დიალექტების,სახალხო დღესასწაულების შესახებ.პროექტი დასრულებული სახით გამოქვეყნდა საიტზე lemill.net

კონკურსი


51–ე საჯარო სკოლაში გაიმართა კონკურს,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას შესარჩევი შიდა სასკოლო ტური.
კონკურსს ესწრებოდნენ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის ცენტრის წევრები,სკოლის პედაგოგები, გულშემატკივრები. მონაწილეობა მიიღო უფროსკლასელთა სამმა გუნდმა,რომელთაგან პირველობა მოიპოვა და მომდევნო ტურში გადავიდა გუნდი,,ივირონი.მოსწავლეები კონკურსისათვის მოამზადა ისტორიის პედაგოგმა თამარ ჩაფიძემ.

Friday, November 20, 2009

შეხვედრა მეცნიერთან













13 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით გაიმართა მოსწავლეთა შეხვედრა ნოქალაქევის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან, ბატონ დავით ლომიტაშვილთან და ექსპედიციის წევრებთან. ბატონმა დავითმა წაიკითხა ლექცია ნოქალაქევის გათხრების შედეგების შესახებ, აჩვენა საინტერესო ვიდეო მასალა დადასასრულს უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
13 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით გაიმართა მოსწავლეთა შეხვედრა ნოქალაქევის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელთან, ბატონ დავით ლომიტაშვილთან და ექსპედიციის წევრებთან. ბატონმა დავითმა წაიკითხა ლექცია ნოქალაქევის გათხრების შედეგების შესახებ და დასასრულს უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.

სტუმარი სკოლაში




2009 წლის 10 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ, გეოგრაფიის მასწავლებლის ნაილი წერეთლის თაოსნობით მოაწყო მე-11 კლასელების შეხვედრა გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორთან, რაფიელ დანიბეგაშვილის პრემიის ლაურიატთან გია ჭანტურიასთან.



ბატონმა გია ჭანტურიამ მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე - „მონარქიის თანამედროვე ინსტიტუტი“, მოკლედ მიმოიხილა ბრიტანეთის სამეფო ოჯახების ისტორია, დედოფალ ელისაბედ II-ის ბიოგრაფია.



შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების უამრავ შეკითხვას და აჩვენა საინტერესო ვიდეო მასალა.
2009 წლის 10 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ, გეოგრაფიის მასწავლებლის ნაილი წერეთლის თაოსნობით მოაწყო მე-11 კლასელების შეხვედრა გეოგრაფიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორთან, რაფიელ დანიბეგაშვილის პრემიის ლაურიატთან გია ჭანტურიასთან.



ბატონმა გია ჭანტურიამ მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია თემაზე - „მონარქიის თანამედროვე ინსტიტუტი“, მოკლედ მიმოიხილა ბრიტანეთის სამეფო ოჯახების ისტორია, დედოფალ ელისაბედ II-ის ბიოგრაფია.



შეხვედრის დასასრულს სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების უამრავ შეკითხვას და აჩვენა საინტერესო ვიდეო მასალა.

Monday, November 9, 2009

პრეზენტაცია











6 ნოემბერს 51-ე საჯარო სკოლაში გაიმართა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრი მასწავლებლების საგაკვეთილო გეგმების და კათედრის ვებ გვერდის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბატონი დავით ლაგვილავა, დირექტორის მოადგილე მანანა თურქაძე, სკოლის ინფორმაციული მენეჯერი თამარ ვერულაშვილი და სკოლის სხვადასხვა საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები.

მასწავლებლებმა წარმოადგინეს შემდეგი საგაკვეთილო გეგმები.
ნაილი წერეთელი - გამოჩენილი მოგზაურები 6 კლასი
მაია მაძღარაშვილი - სასარგებლო წიაღისეული 9 კლასი
ნინო ჯოჯუა - რუკათმცოდნეობა 10 კლასი
ანა კუპრავა - არაბთა დაპყრობები 11 კლასი
გულნარა დოლიძე - ალექსანდრე მაკედონელი 9 კლასი
თამარ ჩაფიძე - დიაოხი და კოლხა 11 კლასი
კობა წენგუაშვილი - ისტორიული აზროვნების განვითარება 10 კლასი
ლიანა გიორგობიანი - დრო და კალენდარი 7 კლასი
თამარ გურგენიძე - ქართლის სამეფო ფარნავაზის დროს 9 კლასი
თამარ ჯავახიშვილი - დიდგორის ომი 5 კლასი

Thursday, November 5, 2009

ლაშქრობა ბეთანიაში





თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრასთან არსებული მხარეთმცოდნეობის კლუბის ინიციატივით 24-25 ოქტომბერს მოეწყო ორდღიანი ლაშქრობა ბეთანიაში. ლაშქრობის მონაწილეები აღჭურვილი იყვნენ კარვებით, საძილე ტომრებით, ზურგჩანთებით. მათ ფეხით გაიარეს მარშრუტი - სოფელი სამადლო, ბეთანიის მონასტერი.

კლუბი - "ვერელი ბედუინები"

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით სკოლის ბაზაზე შექმნილი მხარეთმცოდნეობის კლუბ ”ვერელი ბედუინები”-ს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1.ზოგადი დებულება.

1.1. 51-ე საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბი არის არაკომერციული სტრუქტურა.
1.2. მხარეთმცოდნეობის კლუბის მიზანია საქართველოს კუთხეების შესწავლა ისტორიული და გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბიომრავალფეროვნების გაცნობა, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის დამუშავება, ვებ-გვერდების შექმნა.
1.3. მხარეთმცოდნეობის კლუბი მდებარეობს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში.

2.კლუბის მუშაობის მოსალოდნელი შედეგები.

2.1. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს და კლუბს გაამდიდრებენ მოპოვებული ექსპონატებით.
2.2. მოსწავლეები იმუშავებენ პროექტზე,გაეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურეს,დაათვალიერებენ ბუნებრივ და ისტორიულ ღურშესანიშნაობებს,ეწვევიან მუზეუმებს,შესაბამისად შეიძენენ გარკვეულ ცოდნას.
2.3. მოახდენენ არსებული ინფორმაციის თავმოყრას და შექმნიან ვებ-გვერდს.
2.4. მოსწავლეები შეიძენენ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს.
2.5. მიეჩვევიან სამუშაოს განაწილებასა და გუნდურ მუშაობას.

3.წევრობა.

3.1. მხარეთმცოდნეობის კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მსურველი,რომელიც სწავლობს ისტორიასა და გეოგრაფიას,აქვს თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი,სურს ცოდნის შეძენა.
3.2. მხარეთმცოდნეობის კლუბში გაერთიანება ნებაყოფლობითია.

4.წევრის უფლება-მოსილება.

4.1. მხარეთმცოდნეობის კლუბის წევრი უფლებამოსილია დებულებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის მიიღოს მონაწილეობა ყველა შეკრებაში.
4.2. წარმოადგინოს მის მიერ მოპოვებული მასალა.(წერილობითი,ფოტო,ვიდეო)
4.3. მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში .
4.4. აქტიურად ითანამშრომლოს თანატოლებთან.
4.5. მიაწოდოს კლუბს ახალი იდეები და პროექტები.რათა მოხდეს შეხვედრებზე მათი განხილვა.
4.6. წევრი უფლებამოსილია ითანამშრომლოს კლუბის კოორდინატორთან.

5.წევრის ვალდებულება.

5.1. წევრი ვალდებულია პატივი სცეს თანატოლთა აზრს და დაიცვას მათი ღირსება.
5.2. მონაწილეობა მიიღოს კლუბის წევრთა შეკრებებში.
5.3. აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

6.სტრუქტურა.

6.1. მხარეთმცოდნეობის კლუბში შედიან კლუბის კოორდინატორები,კლუბის წევრები.
6.2. შეხვედრები მოეწყობა თვეში ორჯერ.
6.3. საჭიროების შემთხვევაში შეხვედრები იქნება ინტენსიური .

შეფასების კრიტერიუმები

შეფასების კრიტერიუმები კლასების მიხედვით იხილეთაქ.

სახელმძღვანელოები

51 - ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის მიერ 2009 - 2010 სასწავლო წლისათვის შერჩეული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

Tuesday, November 3, 2009

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის განვითარების გეგმა

საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია მსგავსი მიზნების, შინაარსიისა და შესწავლის, მეთოდების მქონე დისციპლინები ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება და არჩევითი საგნები:სახელმწიფო სამართალი, ეკონომიკა.
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზანია მოსწავლეს გამოუმუშავოს: ისტორიისა და გეოგრაფიის ცოდნა, დაეხმაროს მოსწავლეს აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში, ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბბას. დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეთიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. მშობლოური ქვეყნის და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში მოსწავლეს უნდა განუვითარდეს სპეციფიკური და ზოგადი უნარები და მოსწავლე აღიზარდროს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე.
ამისათვის საჭიროა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრამ განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია-მოახდინოს საგნების სწავლების კოორდინაცია და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
2009-2010 სასწავლო წლისათვის კათედრამ შეიმუშავა განვითარების გეგმა, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებს, აქტივობებს და რეკომენდაციებს.
უპირველეს ყოვლისა საჭიროაკათედრის ყველა წევრი იცნობდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას და სწავლების ახალ მიდგომებს. საგნედებათდებისა და კლასების მიხედვით კათედრის წევრებს დაურიგდებათ სასწავლო გეგმის ნიმუშები,მოხდება მათი დამუშავება და რეგულარული მონიტორინგის განხორციელება იმაზე, თუ რამდენად იცნობს პედაგოგი მიმართულებებს, შედეგებსა და ინდიკატორებს. მასწავლებელმა სასწავლო გეგმის მიხედვით საჭიროა შეიმუშაოს სწავლების საკუთარი სტრატეგია, ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შეადგინოს თანმიმდევრული და განვითაებადი სასწავლო გეგმა, შექმნას სამოდელო გაკვეთილის ნიმუშები და წარმოადგინოს კათედრის წევრთა შეკრებებზე.
კათედრის პირველსავე სხდომაზე მოხდეს არჩეული სახელმძღვანელოების დამტკიცება. მათი შერჩევისას ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ კრიტერიუმებზე: სახელემძღვანელო შეესაბამება ერონული სასწავლოგეგმით განსაზღვრული საგნის სწავლების მიზნებსა და საგნობრივ პროგრამას, ხელს უწყობს მოცემული კლასის სტანდარტის ყველა მიმართულებით განსაზღვრული შედეგების მიღწევას, ხელს უწყობს მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას. დაწერილია ასაკისათვის შესაფერისი ენით, ინფორმაციები სანდოა და ეყრდნობა უახლოეს მიღწევებს. ითვალისწინებს ცოდნის ათვისების სამივე ფაზეს: წვდომა,გავარჯიშება, დაუფლება.
შემუშავდეს და აღიწეროს ასაკობრივი თავისებურებებისა და საგნობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე შეფასების კომპონენტები (ჩართულობა, საშინაო და საკლასო დავალებები, შემაჯამებელი სამუშაოები, ორგანიზებულობა, შემოქმედებითობა კვლევა და ა.შ.)და თითოეული კომპონენტის მიხედვით დადგინდეს შეფასების დონეები 1-10ქულამდე.
სკოლაში ძირითადად მისაღებია ორი ტიპის შეაფასება:განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
მნიშვნელოვანია მათი მუდმივიდ გამოყენება სწავლის პროცესში. სასურველია რომ განმავითარებელი შეფასების წილი სასწავლო პროცესში უფრო მეტი იყოს, ვიდრე განმსაზღვრელის.
მოხდეს კათედრის წევრთა რეგულარული შეხვედრები, სადაც გაზიარებული იქნება ერთმანეთის გამოცდილება, განისაზღვრება წარმატების წინაპირობა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
პროფესიული განვითარებისათვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება(ტრენინგები, კონფერენციები)საგნების სწავლებასთან დაკავშირებული ინოვაციების გაცნობა და პრაქტიკაში განხორციელება. დამხმარე სახელმძღვანელოების მოძიება,დამუშავება და წაროდგენა კათედრის წევრთა შეხვედრებზე.
სხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა(ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება, ერთობლივი ექსკურსიების, კონფერენციების მოწყობა.)
რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა (რუკები,თვალსაჩინოებები) და საჭირო წიგნების შესახებ.
სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზებისათვის სკოლაში და სკოლის გარეთარსებული რესურსების გამოყენება(მხარეთმუზეუმის კლუბის შექმნა, ექსკურსიები მუზეუმებში, სამეცნიერო დაწასებულებებში, შეხვედრები მეცნიერ-მკვლევარებთან).
შიდა სასკოლო შემოწმებები - გულისხმობს დასწრებებს გაკვეთილებებზე, სადაც ზოგადი დაკვირვების საფუძველზე უნდა შეფასდეს გაკვეთილის დაგეგმვა და მომზადება, საკლასო მენეჯმენტი, საგაკვეთილო მასალის მიწოდება, მასწავლებლის და მოსწავლის როლი. ყოველი ტრიმესტრის ბოლოს საკონტროლო ტესტირებების ჩატარებას, რათა შემოწმდეს სწავლების დონე და თუ რამდენად თანხვდება შიდა სასკოლო შემოწმების შედეგები მასწავლებელთა შეფასებებს.
როგორც სასკოლო ასევე სკოლის გარეთ კონკურსებში საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მონაწილეობის ორგანიზება. პროექტების შექმნა და მათი პრეზენტაცია.
საუკეთესო მოსწავლის და საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა და მათი დაჯილდოება.
მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებების, ცოდნისა და უნარების შეფასებისა და თვითშეფასების სქემის, წარმატებული საქმიანობის ინდიკატორების შემუშავება. (მაგ: იცნობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას და სწავლების ახალ მიდგომებს. აქვს სწავლების საკუთარი სტრატეგია და აღწევს მაღალ შედეგებს. იცის საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და იყენებს სწავლის პროცესში. სრულყოფს და ივითარებს კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარებს, აქვს მოსწავლის მიღწევეის, შემოწმების და შეფასების ობიექტური სისტემა.)
სკოლის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა.(სასკოლო ინიციატივები, ურთიერთობა სხვასკოლებთან).
მუდმივი მონიტორინგი კათედრისა და მისი ხელმძღვანელის მუშაობის შესახებ.
კათედრის წევრი მასწავლებლების პორტფოლიების მოწესრიგება.
საგნობრივი ჯგუფის გადაწყვეტილებების მიწოდება სკოლის მართვის ორგანოებისათვის.
პოზიტიური თანამშრომლობა კოლეგებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან და საზოგადოებასთან.
ტრიმესტრის ბოლოს კათედრის წევრთა მიერ ანგარიშის წარდგენა გაწეული მუშაობის შესახებ.