Thursday, November 5, 2009

კლუბი - "ვერელი ბედუინები"

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით სკოლის ბაზაზე შექმნილი მხარეთმცოდნეობის კლუბ ”ვერელი ბედუინები”-ს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1.ზოგადი დებულება.

1.1. 51-ე საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის კლუბი არის არაკომერციული სტრუქტურა.
1.2. მხარეთმცოდნეობის კლუბის მიზანია საქართველოს კუთხეების შესწავლა ისტორიული და გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბიომრავალფეროვნების გაცნობა, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურის დამუშავება, ვებ-გვერდების შექმნა.
1.3. მხარეთმცოდნეობის კლუბი მდებარეობს თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში.

2.კლუბის მუშაობის მოსალოდნელი შედეგები.

2.1. მოსწავლეები ნაბიჯ-ნაბიჯ გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს და კლუბს გაამდიდრებენ მოპოვებული ექსპონატებით.
2.2. მოსწავლეები იმუშავებენ პროექტზე,გაეცნობიან სხვადასხვა ლიტერატურეს,დაათვალიერებენ ბუნებრივ და ისტორიულ ღურშესანიშნაობებს,ეწვევიან მუზეუმებს,შესაბამისად შეიძენენ გარკვეულ ცოდნას.
2.3. მოახდენენ არსებული ინფორმაციის თავმოყრას და შექმნიან ვებ-გვერდს.
2.4. მოსწავლეები შეიძენენ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს.
2.5. მიეჩვევიან სამუშაოს განაწილებასა და გუნდურ მუშაობას.

3.წევრობა.

3.1. მხარეთმცოდნეობის კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მსურველი,რომელიც სწავლობს ისტორიასა და გეოგრაფიას,აქვს თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარი,სურს ცოდნის შეძენა.
3.2. მხარეთმცოდნეობის კლუბში გაერთიანება ნებაყოფლობითია.

4.წევრის უფლება-მოსილება.

4.1. მხარეთმცოდნეობის კლუბის წევრი უფლებამოსილია დებულებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის მიიღოს მონაწილეობა ყველა შეკრებაში.
4.2. წარმოადგინოს მის მიერ მოპოვებული მასალა.(წერილობითი,ფოტო,ვიდეო)
4.3. მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში .
4.4. აქტიურად ითანამშრომლოს თანატოლებთან.
4.5. მიაწოდოს კლუბს ახალი იდეები და პროექტები.რათა მოხდეს შეხვედრებზე მათი განხილვა.
4.6. წევრი უფლებამოსილია ითანამშრომლოს კლუბის კოორდინატორთან.

5.წევრის ვალდებულება.

5.1. წევრი ვალდებულია პატივი სცეს თანატოლთა აზრს და დაიცვას მათი ღირსება.
5.2. მონაწილეობა მიიღოს კლუბის წევრთა შეკრებებში.
5.3. აქტიური მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

6.სტრუქტურა.

6.1. მხარეთმცოდნეობის კლუბში შედიან კლუბის კოორდინატორები,კლუბის წევრები.
6.2. შეხვედრები მოეწყობა თვეში ორჯერ.
6.3. საჭიროების შემთხვევაში შეხვედრები იქნება ინტენსიური .

No comments:

Post a Comment