Sunday, March 14, 2010

კონფერენცია

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით მოეწყო შიდა სასკოლო კონფერენცია, რომელიც დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ 6–11 კლასის მოსწავლეები,რომლებმაც ეპოქის ღრმა ცოდნა გამოამჟღავნეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.



















შეხვედრები

დავითობასთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთან ქალბატონ ნ. ძამუკაშვილთან. მეცნიერმა ვრცლად ისაუბრა დავითი აღმაშენებლის როლსა და ადგილზე საქართველოს ისტორიაში და მოახდინა საკუთარი ნაშრომის ,, დავით აღმაშენებელი პრეზენტაცია.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრის მადონა შველიძის ინიციატივით საკონფერენციო დარბაზში მოეწყო უფროსკლასელთა შეხვედრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელთან ბატონ ნ. ხადურთან.

Saturday, March 6, 2010


გაკვეთილები

კვირეულის ფარგლებში 51–ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგებმა ლ.ნადირაძემ, თ.ჯავახიშვილმა ნ. დოლიძემ, თ.გურგენიძემ, ლ. გიორგობიანმა, ე.გაბოძემ ჩაატარეს გაკვეთილები,რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლას. მოსწავლეებმა წინასწარი მუშაობის საფუძველზე საინტერესოდ წარმოადგინეს აღნიშნული ეპოქა, შექმნეს კედლის გაზეთები და სტენდები

Thursday, March 4, 2010

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრების ეკა გაბოძის და ნინო ჯოჯუას ინიციატივით მე–12 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ გამოფენას ,რომელიც დავითობას და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას მიეძღვნა.

კვირეული

8 თებერვალს 51–ე საჯარო სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით დაიწყო დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი კვირეული,რომელმაც მოიცვა სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებები და მასში ჩაერთო თითქმის მთელი სკოლა.
სკოლის ფოიეში გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები,მიძღვნილი ამ დღისადმი.